ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით მესამე სექტორი განცხადებას ავრცელებს
ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით მესამე სექტორი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდარი წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობრივ ფონს ქმნის და საფრთხის წინაშე აყენებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.
"ბოლო პერიოდში სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებზე განხორციელებული თავდასხმებები სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩება. ამის მაგალითია, კორცხელის ინცდენტი. ასევე სხვა ინციდენტები, რომელთა გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს,"- ნათქვამია განცხადებაში.
დღესვე მომხდარს ქართული ოცნების ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატიც გამოეხმაურა.
„როდესაც მსგავსი მახინჯი ფაქტი ხდება, უნდა იქნეს გამოძიებული,“- განაცხადა ბიძინა გეგიძემ.