ეს ფაქტი მიუღებელია და დასაგმობი - დავით სერგეენკო
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულთაგან 2 მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში გადის. დაშავებულები ცოტა ხნის წინ მინისტრმა დავით სერგეენკომ მოინახულა.
მინისტრის განცხადებით, ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ერთს კი მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.
მინისტრი აცხადებს, რომ სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები არცერთ პირს არა აქვს მიღებული. მინისტრი ამ წუთებში პირველ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება.
ცოტა ხნის წინ დავით სერგეენკომ მომხდარიც შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ მომხდარის გამოძიება დროულად მოხდება.
"მიუღებელია ფაქტი მითუმეტეს, რომ დაზარალებულები არიან ირგვლივმყოფი ადამიანები, შემთხვევითი გამვლელები. დასაგმობი ფაქტია. დარწმუნებული ვარ, რომ უმოკლეს დროში გამოიძიებენ ამ საქმეს," - აცხადებს მინისტრი სერგეენკო.