საპარლამენტო არჩევნებს 54 საერთაშირისო და 100 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ წინასაარჩევნოდ პოლიტ სუბიექტებთან შეხვედრები უკვე დაიწყო. NDI-ის ექსპერტები დეტალურად სწავლობენ იმ გარემოებებს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა საარჩევნო პროცესზე მოახდინოს. სადამკვირვებლო მისია თბილისის გარდა რეგიონებშიც იმუშავებს .პირველად დასკვნას კი საერთაშორისო ორგანიზაცია არჩევნებიდან მეორე დღეს გამოაქვეყნებს.
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს 315 კაციანი დელეგაციაც დააკვირდება - მათი ნაწილი თბილისში უკვე ჩამოვიდა. ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიაში აქცენტს სამართლიან და სტაბილურ გარემოზე აკეთებენ.
8 ოქტომბერს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს 400 დამკვირვებელი იმუშავებს თბილისსა და რეგიონებში.
საპარლამენტო არჩევნებს 54 საერთაშირისო და 100 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება.
ავტორი: ნატა მახვილაძე