სპეცოპერაცია რუსთავი2-ში - რა საბაბით აპირებენ სამართალდამცველები სამაუწყებლო კომპანიაში შემოსვლას
გაზეთ ქრონიკა+-ის რედაქტორი, ელისო კილაძე, ირწმუნება, რომ უსაფრთხოების სამსახური რუსთავი2-ის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის ჩატარებას იგეგმება. სპეცოპერაციის მთავარი მიზანი კი არჩევნების წინ სამაუწყებლო კომპანიის დისკრედიტაციაა.
ის, რომ მსგავსი სპეცოპერაციის ჩატარება ძალოვან უწყებაში ნამდვილად იგეგმებოდა, ადასტურებს სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორიც.
ნიკა გვარამიას განცხადებით, პირები, რომლებიც ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენაბაში იყვნენ შემჩნეულები, რუსთავი2-დან უკვე გათავისუფლებულები არიან.
რუსთავი2-ის დისკრედიტაციის სცენარს გამორიცხავენ მმართველ გუნდში. ქართული ოცნების წევრები ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას "არასერიოზულს" უწოდებენ.
ინფორმაცია ჟურნალისტმა ელისო კილაძემ შესაძლო სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გუშინ საღამოს გაავრცელა. ის აცხადებს, რომ მისთვის იმ პირის ვინაობაც ცნობილია რომელიც სუს-თან თანამშრომლობს და რომლის უშუალო მონაწილოებითაც სამაუწყებლო კომპანიაში სამართალდამცველები მსგავსი რეიდის განხორციელებას გეგმავენ.
ავტორი: ეკა გაგუა