2017 წლის ბიუჯეტი არც პენსიების და არც მასწავლებლების ხელფასების ზრდას არ ითვალისწინებს
2017 წლის ბიუჯეტში 4%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც უმცირესობა ხელისუფლებას წინასაარჩევნო დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
ნაციონალური მოძრაობა მთავრობას იმის გამოც აკრიტიკებს, რომ არცერთი სოციალური საკითხი, რომელიც ქართული ოცნების წინასაარჩვენო პროგრამაშია, მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ასახული არ არის. უმცირესობაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტის არც პენსიებისა და არც მედიკამენტებზე დაფინანსების ზრდას არ ითვალიწინებს.
მთავრობა ამტკიცებს, რომ ყველა წინასაარჩევნო დანაპირები ბიუჯეტში არჩევნების შემდეგ მოხვდება. ოპონენტების ბრალდებებს ჯანდაცვის მინისტრი უპასუხა და განმარტა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივები სოციალურ პროექტებთან დაკავშირებით, ბიუჯეტის მეორედ გადამუშავებულ ვარიანტში მოხვდება.
უმცირესობა არარეალისტურად მიიჩნევს 2017 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც.
დანაპირების მიხედვით, ქართული ოცნება მომდევნო 4 წლის განმვლობაში 800 კილომეტრი გზისა და 50 გვირაბის აშენებას აპირებს, რასაც 8 მილიარდი ლარი სჭირდება.
ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მთავრობას ბიუჯეტში საჭირო თანხები გათვალისწინებული არ აქვს. მთავარ საფინანსო დოკუმენტში არ არის შეტანილი მასწავლებლებისთვის საშუალო ხელფასის 800 ლარამდე გაზრდის საკითხიც.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი