ლარი კვლავ ყოველდღიურად უფასურდება - ეროვნული ბანკი კურსის შესანარჩუნებლად მილიონებს ხარჯავს
ლარის გამყარების პერიოდი დასრულდა. ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების პროცესი კვლავ დაიწყო. უკვე რამდენიმე დღეა, ეროვნული ბანკი რეზერვებიდან მილიონობით ლარს ხარჯავს, თუმცა ვალუტის კურსი შესამჩნევად ეცემა.
ლარი დოლართან მიმართებაში დღესაც გაუფასურდა. ეროვნულ ბანკში სავალუტო რყევებს მოსალოდნელ არჩევნებს უკავშირებენ.
ოპოზიცაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ფინანასურ ბაზარზე ჩარევა მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. კურსის შენარჩუნებისთვის რეზერვის ხარჯვა პოლიტიკოსების აზრით მიზანშეწონილი არ არის.
ოპოზიცია ხელისუფლებას ახსენებს, რომ ლარის კურსი არა ეროვნული ბანკის ჩარევით, არამედ ეკონომიკური მაჩვენებლის გაზრდით უნდა გამყარდეს.
ხელისუფლების მხრიდან ეროვნული ბანკის საქმიანობაში რაიმე სახით ჩარევას გამორიცხავენ ხელისუფლებაში, მმართველ გუნდში ეროვნული ბანკის მიერ დოლარის რეზერვების ხარჯვას დადებითად აფასებენ.
ამ დროისთვის ვალუტის გამცვლელ ჯიხურებში ერთი დოლარის ღირებულება 2 ,34 ლარია. თუ გაუფასურება გაგრძელდება, ეროვნულმა ბანკი კიდევ რამდენჯერმე რეზერვიდან დოლარის გასაყიდად გამოტანას არ გამორიცხავს.
ავტორი: თეონა ცხომელიძე