გაძლიერებული კონტროლი თბილისის ქუჩებში - 2 ათასამდე წერტილში ახალი კამერები დამონტაჟდა
თბილისის ქუჩებში გაძლიერებული კონტროლი დღეიდან უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებით მოხდება. 2000-მდე ადგილზე უკვე დამონტაჟებულია კამერები და ინფორმაცია დარღვევების შესახებ ონლაინ რეჟიმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი შედის. უწყების განმარტებით, 50-მდე თანამშრომელი 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებს ყველა იმ წერტილს, სადაც კამერაა დამონტაჟებული. დანაშაულის შემთხვევაში, მასში მონაწილე პირების იდენტიფიცირება სრული სიზუსტით უნდა მოხდეს.
ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დღეს გაიხსნა. ამიერკავკასიაში ეს მაღალი სტანდარტების პირველი ცენტრი იქნება, სადაც დანაშაულის კონტროლი რეალურ დროში მოხდება. ერთობლივი ოპერაციების ცენტრის პრემიერ მინისტრმა გახსნა.
ერთობლივ ოპერაციების ცენტრის გახსნის პარალელურად საქართველოს სამ რეგიონში საგამოძიებო სტანდარტების ახალი საპილოტე პროგრამაც ამოქმედდება.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი