კულტურული მემკვიდრეობა და ეკოლოგია - კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დამცველები პოლიტიკოსებისგან განმარტებებს ითხოვენ
10 შეკითხვაზე პასუხს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკური პარტიებისგან ელოდებიან. არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისგან ისინი კულტურულ მემკვიდრეობასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებული პოლიტიკური გეგმების გასაჯაროებას ითხოვენ.
კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობისთვის მთავარ გამოწვევად თავისუფალი დემოკრატები ბიზნეს ინტერესებს ასახელებენ.
კონკრეტული ხმაურიანი პროექტების მაგალითზე მიუთითებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც პოლიტიკისა და პრაქტიკის ცვლილების აუცილებლობაზე.
ეკოლოგიის დაცვას ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებენ ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასმულ შეკითხვებს ურთიერთბრალდებების რეჟიმში პასუხობენ.
ზოგადი განმარტებების გარდა, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოსდამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარტიებისგან კონკრეტულ გეგმებს და ინიციატივებს არჩევნებამდე ელოდებიან.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე