„როგორც უგულავას დაკავება, ასევე მისი გათავისუფლება ყოველთვის იყო პოლიტიკური მოტივებით განპირობებული"- თამარ კორძაია
„როგორც მისი დაკავება, ასევე მისი გათავისუფლება ყოველთვის იყო პოლიტიკური მოტივებით განპირობებული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვტილება, ამ შემთხვევაში საქმე არ გვაქვს სამართლიან სასამართლოსთან,“- ეს შეფასება რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა, თამარ კორძაიამ თბილისის ყოფილი მერის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შეფასებისას გააკეთა.
ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მას პოლიტიკური პატიმრები ჰყავდა.
"ხელისუფლებამ თავის თავს დიაგნოზი თვითონ დაუსვა, რომ მას ქვეყანაში პოლიტპატიმრები ჰყავდა, პოლიტპატიმრების თემას იყენებს იმის მიხედვით, როგორ მოითხოვს მისი პოლიტიკური საჭიროებები,“ - განაცხადა ახალი მემარჯვენეების პოლიტიკურმა მდივანმა, მანანა ნაჭყებიამ.
ავტორი: ანა წერეთელი.