მეორედ გადადებული პროცესი - ევროპის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები ისევ ვერ დაამტკიცეს
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი ქართველი მოსამართლეები ისევ კანდიდატების სტატუსით რჩებიან. დამტკიცების პროცესი კვლავ გადაიდო ამჯერად ოფიციალურ მიზეზად კვორუმის არარსებობა სახელდება. საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი გიორგი ბადაშვილი, ევა გოცირიძე და ალექსანდრე ბარამიძე უკვე 4 თვეა პარიზის გადაწყვეტილებას ელოდებიან. კანდიდატურების შემდეგი განხილვა 22 იანვარს ჩაინიშნა.
ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კი ვარაუდობს, რომ ამ საკითხის გადავადების მთავარი მიზეზი არა ტექნიკური პრობლემა, არამედ ევროპულ სასამართლოში წარდგენილი ქართველი მოსამართლეების შემადგენლობაა.
ევროსაბჭოს მიერ კანდიდატების დაწუნებას არ ადასტურებენ მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ქართველი მოსამართლის შერჩევა დამტკიცების პროცესის 2-ჯერ გადავადება, მხოლოდ ტექნიკური საკითხია.
იმ შემთხვევაში თუ სხდომა 22 იანვარს გადაიდება, ის მომდევნო 2 დღეში განმეორებით უნდა ჩატარდეს. თუ კანდიდატურების შერჩევა დამტკიცება 24 იანვარსაც ვერ მოხერხდა, მაშინ საქართველოს მთავრობას ახალი სიის წარდგენა მოუწევს.
ავტორი: ნატა მახვილაძე.