ხის გადატანის სამუშაოებში სახელმწიფო რესურსის გამოყენებას საქართველოს რკინიგზაში უარყოფენ
ბიძინა ივანიშვილისთვის ხე მაგნოლიას გადატანის სამუშაოებში სახელმწიფო რესურსის გამოყენებას საქართველოს რკინიგზაში უარყოფენ.
“სხვადასხვა მონაკვეთებზე სხვადასხვა დროს ხორციელდება ხოლმე სამუშაოები, ამას ჩვენთან ფანჯარას ეძახიან. ასეთი ტიპის ფანჯარა შეიძლება სხვაგანაც იყოს. არანაირი გრაფიკის ცვლილება არ გამხდარა აუცილებელი. ყველა ხარჯს, რომელიც არის ქართუ ჯგუფი ფარავს,“ - განაცხადა საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ.
შეგახსენებთ, რომ ხის გადასატანად ბობოყვათში რამდენიმე საათით გადაიკეტა რკინიგზა და ჩაიხსნა ელექტროგადამცემი ხაზები.