ეს საქმე გადაიქცა ჩვენი ქვეყნის პრობლემად - შალვა შავგულიძე ე.წ. კაბელების საქმეზე საუბრობს
ე.წ. კაბელების საქმე, როგორც ევროინტეგრაციის შემაფერხებელი გარემოება - თავისუფალი დემოკრატები ევროპარლამენტის სამი ფრაქციის მიერ პრეზიდენტისა და პრემიერისთვის გაგზავნილ წერილს ეხმაურებიან და ქართულ ოცნებასა და სასამართლო სისტემას მიმართავენ.
მათ საჯარო წერილიც გაავრცელეს, თუმცა კურიერის პირდაპირ ეთერში შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან მათ მიმართვას კომუნიკაცია არ მოჰყოლია.
“ჩვენი წერილი ისახავს სულ სხვა მიზანს. უპირველესყოვლისა მადლობა გადავუხადეთ ევროპარლამენტის წევრებს. საჭიროა, რომ საზოგადოებამ კარგად დავინახოთ და უპირველესყოვლისა დაინახოს ხელისუფლებამ და სასამართლომ რის წინაშე ვდგევართ. ვდგავართ კედელთან, ჩვენ ახლა ან ძალიან გავაფუჭებთ საქმეს ან გამოვასწორებთ. ეს საქმე აღარ არის კონკრეტული მსჯავრდადებულების პრობლემა, ან ჩვენი პოლიტიკური ძალის პრობლემა, ეს საქმე გადაიქცა ჩვენი ქვეყნის პრობლემად,“ - განაცხადა შავგულიძემ.
მისივე თქმით, ამ პროცესებში ბიძინა ივანიშვილს ნეგატიური როლი აქვს.