შეზღუდვები ონლაინ და მიკრო საფინანსო სესხებზე - მარგველაშვილის ადმინისტრაციას შენიშვნები აქვს
საკანონმდებლო ცვლილებებზე ხელმოწერის მიუხედავად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს იმ შენიშვნებსა და საფრთხეებზე ისაუბრეს, რომელიც კანონის ძალაში შესვლის შემდეგაა მოსალოდნელი. პრეზიდენტს შენიშვნები ძირითადად ონლაინსესხების შეზღუდვის ნაწილში აქვს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმებას ვერ იხსენებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
კომპანიებში ვარაუდობენ, რომ რეგულაციების შემოღებით მათი ნაწილი დაიხურება და კონკურენციას ვერ გაუძლებს.
ბანკების, ონლაინ სესხებისა და მიკროსაფინანსო კომპანიების საქმიანობას შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებები, დედოლარიზაციის გეგმის ფარგლებში განხორციელდა.
სპეციალისტები შიშობენ, რომ მოქალაქეებს გაცილებით რთულ პრობლემას მევახშეები და ე.წ. პროცენტიანი ვალები შეუქმნის.
ოპოზიციასა და ხელისუფლებაში კი ფინანსურ ბაზარზე დამატებითი რეგულაციების დაწესებისგან განსხვავებული მოლოდინი აქვთ.
პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ძალაში შევიდა ის ცვლილებაც, რომლის მიხედვითაც 100 ათას ლარამდე სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა. კომერციული ბანკები ამ სიახლეზე 17 იანვრიდან გადავლენ.
ავტორი: თეონა ცხომელიძე.