ბევრად მეტად ვფიქრობ იმაზე კი არა, ვინც წავიდა, არამედ იმაზე, ვინც მოვა- სააკაშვილი
„ბევრად მეტად ვფიქრობ იმაზე კი არა, ვინც წავიდა, არამედ ბევრად მეტად ვფიქრობ იმაზე, ვინც მოვა, დიდი ამბებია წინ,“- ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა არჩევანში გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართველების ახალი თაობა იქნება ნაციონალური მოძრაობის მოკავშირე.
„ნაციონალური მოძრაობა ივლის წინ გამარჯვებისკენ სწრაფი ტემპით, გამარჯვების გზა გადის ივანიშვილის დამარცხებაზე,“- აღნიშნა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, მას არ ახასიათებს დიდხანს ვინმეზე გაღიზიანება.