ყველა ხე სად დგას იმას აკონტროლებს და რომელი პოლიტიკოსი სად დგას მაგას არ გააკონტროლებს? - სააკაშვილი ივანიშვილზე საუბრობს
მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას ციხიდან გაომშვებაზე საუბრობს. მისი თქმით ბევრმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ არც გიგი უგულავას წერილი ციხიდან და არც მისი გამოსვლა არ იყო შემთხვევითი და ეს მათი უფლებაა.
დამოუკიდებელი საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსების დანიშვნითა და გადაყენებით ერთობა.
„სიტუაცია შეიძლბა თავისითაც შექმნილიყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უკრაინაში ვარ და ვიცი როგორ მოქმედებენ ოლიგარქები. ოლიგარქები ვერ დარჩებოდნენ თამაშგარე მდგომარეობაში. ოლიგარქისთვის წარმოადგენლად ძნელია, რომ ის ამას ყველაფერს უყურებდესა და არაფერს არ აკეთებდეს. ყველა ხე სად დგას იმას აკონტროლებს და რომელი პოლიტიკოსი სად დგას მაგას არ გააკონტროლებს? მითუმეტეს, რომ აგერ შექმნის პარტიას, გაანადგურებს პარტიას, გამოწევს ვიღაცას წინ, შეწევს ვიღაცას. გამოწია ალასანია, შეწია ალასანია. მერე ალასანია აჯანყდა, მოაშორა პოლიტიკური ველიდან, მაგრამ მისი ხალხი დანიშნა თანამდებობებზე. ეს ხო ერთობა ამით, როგორც სათამაშოებით. თუ შენ არ გაქვს ღერძი, თუ არ ხარ ჩაბეტონებული მკვრივად, სადაც დგახარ. აი, აქ ვდგავართ და სხვანაირად არ ძალგვიძს. ის ამას იღებს, გადადგამს აქეთ, მერე გადმოდგამს აქეთ, მერე მოისვრის, გადაადგებს,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.