"მათ წააგეს ბრძოლა პარტიის რამდენიმე ათეულ ათას აქტივისტთან,"- სააკაშვილი ენმ-დან წასულ პოლიტიკოსებზე საუბრობს
"ნაციონალური მოძრაობა" ნოლია იდეის გარეშე" - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გიორგი გაბუნიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა, რომელშიც ის ენმ-დან ერთი ნაწილის წასვლის დეტალებზე პირველად საუბრობს.
მისი თქმით ასწლეულების განმავლობაში და პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველომ პირველმა შეძლო თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შექმნა და მისი თქმით, ეს ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა. როგორც სააკაშვილი აცხადებს, ბოლო წლების განმავლობაში მას და იმ გუნდს, რომელიც ნაციონალური მოძრაობიდან წავიდა, კონცეპტუალური დავები ჰქონდა.
„აქ არის კონცეპტუალურ მიდგომაში განსხვავება, მე ვარ მომხრე იმის, რომ ჩვენ თვითონ დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რასაც ვაკეთებთ და შემდეგ ხალხი გამოგვყვება და არა პირიქით ხალხს რისი გაგონება გაუხარდება და მოდი მოვერგოთ იმ წუთის ტენდენციას - ეს 2 სხვადასხვა რამეა. რა თქმა უნდა, ხალხია პირველი, მაგრამ ხალხი ხომ მიჰყვება იმას, ვინც არის დარწმუნებული თავის თავში, ქარიზმა ხომ არ არის გამომეტყველება სახის და როგორ გამოიყურები, ქარიზმა ეს არის როცა დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში და როცა დარწმუნებული ხარ იდეაში, როცა რაღაცა უფრო დიდი გამოძრავებს ვიდრე იმ მომენტის მოცემულობა. ხალხი გაყვა ამას ამ სიტუაციაში, ამ ხალხთან მიმართებაში ისინი ამ მომენტში რატომ გავიდნენ, იმიტომ რომ ისინი აღარ მივიდნენ თავის ხალხთან. მათ ჩემთან კი არ წააგეს ბრძოლა, ეს იყო წაგების აღიარება, მათ წააგეს ბრძოლა პარტიის რამდენიმე ათეულ ათას აქტივისტთან. მათ თავიდანვე არ მოისურვეს აქტივისტებთან დიალოგი, ისინი რატომღაც თვლიდნენ, რომ ისინი არიან განსაკუთრებული ჯგუფი, რომელსაც ყველა უნდა მოერგოს და არა ისინი აქტივისტებთან ერთად გაყვნენ იდეას,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასაც გამოეხმაურა და გაიხსენა ყველა ის ადამიანი, ვინც ნაციონალური მოძრაობის გამო ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.
"მე რომ ერთი წუთით მაინც მეგრძნო რომ ამ ხალხს აღარ ვუნდივარ, მე ვერავინ ვერ დამასწრებდა იმას, რომ მე არაფერ შუში აღარ ვარ, მე გავდივარ გვერდზე, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, იმ პირობებში, როდესაც მე ხმა არ ამომიღია, როცა მოხდა ინიცირება იმის, რომ სააკაშვილი გავწიოთ გვერდზე მოხდა ამ ჩვენი აქტივის აღშფოთება და აქტიური რეაქცია ეს ნიშნავს, რომ ეს ხალხი პიროვნულად მე კი არ მემხრობა, ეს ხალხი ემხრობა იდეას. პრობლემა ამ ხალხს ჰქონდა, ვინც გავიდა, ისინი გაბიუროკრატდნენ, ისინი მოწყდნენ ამ ხალხს, მათ დაეტყოთ, რომ სხვა მოტივაცია ჰქონდათ, ბევრ მათგანს აღარ სჯეროდა, ბევრი მათგანი დაიღალა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.