მორიგი შეხვედრა სასამართლო რეფორმის "მესამე ტალღასთან" დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ კანონპროექტებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მორიგი შეხვედრა გაიმართა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე სახალხო დამცველს ესაუბრა.
ცვლილებები გიორგი მარგველაშვილს ხელმოსაწერად 10 იანვარს გადაეგზავნა. პრეზიდენტის დავალებით, საპარლემეტნო მდივანმა უკვე გამართა კონსულტაციები ადვოკატთა ასოციაციასა და კოალიციაში დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის შემავალ არასამთავრობოებთან.