უბედური შემთხვევა ურეკში - მატარებელმა შუახნის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა
ურეკში, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი შუახნის მამაკაცს დაეჯახა. მომხდარი შსს-მ რუსთავი 2-ს დაუდასტურა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.