კოალიცია ევრო-ატანტიკური საქართველოსთვის კონსტიტუციაში ევრო-ატლანტიკური მისწრაფების შესახებ ჩანაწერის გაკეთებას ითხოვს
კოალიცია ევრო-ატანტიკური საქართველოსთვის კონსტიტუციაში ევრო-ატლანტიკური მისწრაფების შესახებ ჩანაწერის გაკეთებას ითხოვს. საგანგებო განცხადებაში ის მიზეზებია განმარტებული, რის გამოც, საქართველოს მისწრაფებას, ნატო-სა და ევროკავშირისკენ მთავარი კანონის წინასიტყვაობაში ხაზი უნდა გაესვას.
არასამთავროების თქმით საკონსტიტუციო კომისიას პრეამბულაში ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შესახებ ფრაზა უნდა გაჩნდეს.
არასამთავრობოების მოთხოვნას მმართველ პარტიაში არ იზიარებენ და მესამე სექტორს მსოფლიო გამოცდილებას ახსენებენ. უმრავლესობის პოზიციას სრული მხარდაჭერა აქვს პატრიოტთა ალიანსიდან.
პატრიოტთა ალიანსისა და უმრავლესობის ერთიან პოზიციას, საპარლამენტო ოპოზიცია რამდენიმე არგუმენტით უპირისპირდება.
ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ჩანაწერის გაჩენაზე ორად არის გაყოფილი აზრი არასაპარლამენტო ოპოზიციაში. მათი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნებს იზიარებს, ნაწილი კი მმართველი პარტიის პოზიციას უერთდება.
იმსჯელებს თუ არა კომისია კონსტიტუციის წინასიტყვაობის შეცვლის შესახებ, ეს რამდენიმე კვირაში გაირკვევა. კომისიის რიგით მეორე სხდომაზე დღეს ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხები განიხილეს.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი, ნატა გელაშვილი.