„გაგების პრობლემა გაქვთ,“ - ზაქარია ქუცნაშვილი ცერცვაძეზე მის მიერ დღეს გაკეთებულ კომენტარს განმარტავს
„გაგების პრობლემა აქვს ტაბულას და რუსთავი2-ს,“ - ზაქარია ქუცნაშვილი ცერცვაძეზე მის მიერ დღეს გაკეთებულ კომენტარს განმარტავს და ჟურნალისტებს მისი სიტყვების არასწორ ინტერპრეტირებაში ადანაშაულებს.
„როდესაც სამჯერ გიმეორებთ ერთსა და იმავეს, რომ ქეისს არ ვიცნობ და ამ ქეისს არ ეხება-მეთქი და მაინც აბამთ ამ საკითხზე, აი, ეს არის უცოდინრობა. მკვლელობას, ვინც არ უნდა ჩაიდინოს, ქართველი ჩაიდენს, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ოსი, რუსი, აფხაზი, უნდა გვქონდეს ერთნაირი მიდგომა, რომ უნდა ვითანამშრომლოთ ქვეყნებმა ერთმანეთთან და შესაბამისად, ცერცვაძეს ეს არ ეხება-მეთქი და ახლა მიაბით რუსთავი 2-სავით,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან.
მან აღნიშნა, რომ ამ თემაზე ის არ მუშაობს და ამის თქმა მიკროფონებთან არ რცხვენია.
„შენ გენაცვალე, თუ გგონია, რომ შენი მიკროფონის მომერიდება ახლა და გეტყვი, რომ დღე და ღამე ახლა ამ თემაზე ვმუშაობ-მეთქი, რა თქმა უნდა, არ ვმუშაობ. მე სხვა რამეზე ვმუშაობ, აი ამ ჩანთაში მიწყვია სხვა მასალა,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მკვლელებს ხელს არ დააფარებს.