გია ცერცვაძე აგვისტოს ომს იხსენებს - ინტერვიუ არქივიდან
გია ცერცვაძე РЕН ТВ -სთან ინტერვიუში 2008 წლის ომის დეტალებს იხსენებს. იმ პერიოდში ცერცვაძე დიდი ლიახვის ხეობაში დისლოცირებული შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი იყო და მისი მთავარი დავალება მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა იყო.
ჟურნალისტის შეკითხვას, თუ "რა ეროვნების მოსახლეობის დაცვა ჰქონდა მას დავალებული," იგი პასუხობს, რომ "ყველასი."
„როდესაც ბრძანება გაქვს მოსახლეობის გაყვანისა და დაცვის შესახებ, მაშინ ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს,“ - ამბობს ცერცვაძე.
ინტერვიუში ის ასევე იხსენებს, თუ როგორ ესროდნენ სამხედროები და სნაიპერები მას და მის დანაყოფს საცხოვრებელი სახლებიდან.
"როდესაც შენ გესვრიან, ეს უკვე საომარი მოქმედებაა და შენც უნდა ესროლო საპასუხოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადარჩენა შეუძლებელია," - აცხადებს გია ცერცვაძე.
შეგახსენებთ, რომ ახლა რუსეთის მხარე უკრაინას ქართველი მებრძოლის, გია ცერცვაძის ექსტრადიციას ითხოვს.