მოსამართლემ „თეთრი ხმაურის“ აქტივისტს ბრალის ნაწილი მოუხსნა
მოძრაბა თეთრი ხმაურის აქტივისტის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. პაატა საბელაშვილის საქმე ადმინტრაციული სამართალდარღვევის მე-2 მუხლით იხილებოდა. 10 დეკემბრის აქციის დროს ის შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულად დააკავეს. მოსმართლემ ადვოკატის არგუმენტები გაითვალისწინა და საბელაშვილს წარდგენილი ბრალის ნაწილი მოუხნა.
„ჩემი აზრით, ეს არის ძალიან მნიშნელოვანი, იმისთვის, რომ შემდგომში რაიმე სახის შეკრების, მანიფესტაციის დროს ორგანიზატორებს არ ჰქონდეთ იმის შიში, რომ დაეკისრებათ ძალიან დიდი სანქცია,“ - აცხადებს ადვოკატი, ანა ნასრაშვილი.