პედრო აგრამუნტი ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში პოლიტპატიმრების არსებობას მთავარ გამოწვევად აფასებს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე წევრ ქვეყნებში პოლიტპატიმრების არსებობას მთავარ გამოწვევად აფასებს. ამის შესახებ პედრო აგრამუნტმა სტრასბურგში ზამთრის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ასამბლეის პრეზიდენტად არჩევისთანავე ნადია სავჩენკოსა და გიგი უგულავას გასათავისუფლებლად მუშაობა დაიწყო.
"ამ ინიციატივამ შედეგი გამოიღო. რუსეთშიც და საქართველოშიც სავჩენკოც და უგულავაც გაათავისუფლეს, ასევე საკმაოდ ბევრი სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი გამოუშვეს საპატიმროდან აზერბაიჯანშიც," - განაცხადა პეტრო აგრამუნტმა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.