"ევროპული საქართველოს" ლიდერები ბრიუსელში "ევროპის სახალხო" პარტიის ხელმძღვანელებთან შეხვედრებს მართავენ
ევროპული საქართველოს ლიდერები ბრიუსელში იმყოფებიან და ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელებთან შეხვედრებს მართავენ. მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაა. პარალელურად ევროპული საქართველო EPP-სთან გაწევრიანების პროცედურასაც იწყებს. გიგი წერეთლის განცხადებით, პარტია დარწმუნებულია, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება.
„ევროპის სახალხო პარტიასთან ბუნებრივია იქნება ახალი გაწევრიანების პროცესი ამ ახალი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის. ყველა ლიდერი არის ძალიან კარგად ნაცნობი და განსხვავებული შეხედულებები, რაც ეხება საქართველოს მომავალს, ამ მიმართულებით არ არის, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი იქნება წარმატებული,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.