გია ცერცვაძე მეუღლეს და ადვოკატს შეხვდა
გია ცერცვაძე პატიმრობიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. ის ამ წუთებში თავის მეუღლეს და ადვოკატს ხვდება.
ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის მეუღლემ გია ცერცვაძის საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„ყველას დიდი მადლობა, ყველას, აბსოლუტურად ყველას,“ - განაცხადა ტატიანა მესხმა.
შეხვედრას საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება და საკონსულოს თანამშრომლებიც ესწრებიან.
ელჩის განცხადებით, "ყველა იმ ძალისხმევამ გაამართლა, რაც იყო ჩატარებული".