საქართველოს ხელისუფლებამ ჩააფლავა ჩვენს ჯარისკაცებთან დაკავშირებული ეს მიმართულება - ხატია დეკანოიძე გიორგი ცერცვაძის გათავისუფლებას აფასებს
გიორგი ცერცვაძეს ლუკიანოვსკის ციხესთან მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად ნაციონალური მოძრაობის წევრებიც დახვდნენ, მათ შორის იყო ხატია დეკანოიძეც. მისი თქმით, უკრაინის პროკურატურამ სისხლის სამართლის დევნა შეწყვიტა.
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საქართველოს "ხელისუფლებამ ჩააფლავა" ეს საქმე და მისი თქმით, გიორგი ცერცვაძის გათავისუფლება საზოგადოების დამსახურებაცაა.
„გამოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნამდვილად ჩააფლავა ჩვენს ჯარისკაცებთან დაკავშირებული ეს მიმართულება, დატოვა ბედის ანაბარა და ეს ადამიანი გამოიხსნა საზოგადოებამ," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.