პრეზიდენტს აქვს სრული დისკრეცია, მან გამოიყენოს ეს უფლებამოსილება - უჩა ნანუაშვილი პრეზიდენტის გადაწყეტილებაზე
სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის, თქმით, პრეზიდენტს აქვს სრული დისკრეცია, გამოიყენოს შეწყალების უფლებამოსილება.
ამის შესახებ მან შაბათის კურიერში ისაუბრა და თქვა, რომ „პრეზიდენტს აქვს სრული დისკრეცია, მან გამოიყენოს ეს უფლებამოსილება“.
უჩა ნანუაშვილის თქმით, საქმეში გარკვეული კითხვის ნიშნები იყო. მისი თქმით, ადრევე საუბრობდნენ, რომ ამ საქმეს საიდუმლო გრიფი არ უნდა ჰქონოდა.
„ჩვენი რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა შეცვლა და საქმეს გრიფი აღარ ჰქონდა, თუმცა გარკვეული ხარვეზები ნამდვილად იყო საქმეში,“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
მიის თქმით, ის მუხლი, რითაც საქმეში ბრალდებულები გაასამართლეს, ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა და ამის შემდეგ სააპელაციო სასამართლოში მათი მოსაზრების დართვა მოხდა.