საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პრეზიდენტის უფლებამისილებების საკითხზე მსჯელობდნენ
საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პრეზიდენტის უფლებამისილებების საკითხზე მსჯელობდნენ, მათ შორის პრეზიდენტისთვის მთავარსარდლის სტატუსის ჩამორთმევაზე.
პოლიტიკური მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის თავმჯდომარის, ნიკა მაჭუტაძის, თქმით, კომისიის სხდომაზე მმართველი გუნდისა რამდენიმე წევრის და ექსპერტის წრეების წარმომადგენლები დღეს ითხოვდნენ, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციურ სტატუსში არ უნდა აღინიშნოს, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდალი.
„უფლებამოსილებების შეკვეცა ეს არის კონკრეტული გამიზნულება, საკმაოდ ეშმაკური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, შემოგდებული ფანდი, რომ ისე გამოშიგნონ და ისე შინაარსისაგან დაცლილ ფორმაში დატოვონ პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომ მერე საზოგადოებას არ გაუჭირდეს მისი პირდაპირი არჩევის წესზე უარის თქმა,“ - აცხადებს ნიკა მაჭუტაძე.
თავისუფალი დემოკრატების გამგეობის წევრი, შალვა შავგულიძე, აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები და მათი მომხრეები პრეზიდენტის უფლებამოსილებების შემცირების მომხრეები არიან.
საია-ის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის, თქმით, კომისიის სხდომაზე პრეზიდენტისთვის ელჩების დანიშვნის უფლების შეზღუდვაზეც მიმდინარეობდა მსჯელობა.
პარლამენტის ფრაქცია ქართულიოცნება - სოციალ-დემოკრატების წევრი, კობა ნარჩემაშვილი, აცხადებს, რომ მსჯელობა პრეზიდენტის კონკრეტულ უფლებამოსილეობებს არ შეეხებოდა.
ავტორი: ნატა მახვილაძე.