ამ საქმეში პროცესუალურ დარღვევებს ნამდვილად აქვს ადგილი - უჩა ნანუაშვილი ე.წ. კორტების საქმეზე
სახალხო დამცველის თქმით, მისი ოფისი ე.წ. კორტების საქმეზე აგრძელებს საქმის შესწავლას და მონიტორინგს. მისი თქმით, მათგან მიღებული დოკუმენტები ცხადყოფს საქმის ხარვეზებს.
ამის შესახებ მან შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ „აქ საუბარია გარკვეულ პროცესუალურ დარღვევებზე".
"ჩვენ გვჭირდება გარკვეული დოკუმენტები იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ და ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია, თუმცა ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ სავარაუდო დარღვევებს ნამდვილად აქვს ადგილი ამ საქმეში,“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი და დასძენს, რომ, თუკი ეს ყველაფერი დადასტურდება, ამას შეუძლია გარკვეული ცვლილების შეტანა საქმეში.
ამასთან, მისი თქმით, ე.წ. კორტების საქმის გაპროტესტების მიზნით ციხეში შიმშილობა, სავარაუდოდ, შეწყდა.