პრეზიდენტი ყოველთვის მზად არის, მიიღოს მონაწილეობა ყველა საერთაშორისო ფორუმში - ვანო მაჭავრიანი
„პრეზიდენტი ყოველთვის მზად არის, მიიღოს მონაწილეობა ყველა საერთაშორისო ფორუმში, რომელზეც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს დაიცავს,“ - ამის შესახებ განცხადება ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ვანო მაჭავარიანმა, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში ბრიუსელში ნატოს სამიტში მონაწილეობასთან დაკავშირებით გააკეთა.
მაჭავარიანის თქმით, დინამიკა არის, რომ საქართველო და ნატო ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის.
„თუ საჭიროება არის, თუ შესაძლებლობა იქნება, პრეზიდენტი შეეცდება, ხელი შეუწყოს და მხარი დაუჭიროს საქართველოს ბრიუსელის სამიტზე სათანადოდ წარმოდგენას,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.
ვანო მაჭავარიანი ლევან იზორიასა და ვიქტორ დოლიძის განცხადებებს გამოეხმაურა მინისტერიალსა და სამიტზე არდასწრებასთან დაკავშირებით.
„არ მესმის მიზანშეწონილობა მსგავსი განცხადებების, რადგან მათ უწევთ თავის მართლება, თუ რა თქვეს,“ - აღნიშნა მაჭავარიანმა.