2012 წლის შემდეგ შევარდნაძის რეჟიმის რესტავრაცია ეტაპობრივად ხდებოდა - დიმიტრი შაშკინი
ნატოს მინისტერიალსა და სამიტზე საქართველოს მთავრობის არდასწრება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში შეაფასა.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია სამიტზე დასწრება. მისი განცხადებით, არქ აქვს მნიშვნელობა, საქართველოს ექნება თუ არა მიწვევა, რადგან ეს არის ფორუმი, რომელიც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს.
„2012 წლის შემდეგ ეტაპობრივად ხდებოდა რესტავრაცია შევარდნაძის რეჟიმის, რესტავრაცია ახლა დასრულდა. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც დაკომპლექტებულია ძირითადად იგივე კადრებით, რომელიც 10 წლის წინ შევარდნაძის დროს საქართველოს პოლიტიკას განსაზღვრავდნენ,“ - აღნიშნა შაშკინმა.
შაშკინის თქმით, ნატო-ში შესვლისთვის საზოგადოებამ, მედიამ უნდა იაქტიუროს.
დიმიტრი შაშკინის თქმით, „რადარებიდან ვართ გამქრალები“ და აუცილებელია, რომ ეს ტენდენცია შეიცვალოს.
დიმიტრი შაშკინმა ხელისუფლების მისამართით აღნიშნა, რომ "არ უნდათ რომ რუსეთი გააბრაზონ".