პარლამენტში საგამოძიებო ჯგუფის შექმნას მხარს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებიც უჭერენ
პარლამენტში საგამოძიებო ჯგუფის შექმნას მხარს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებიც უჭერენ.
ფრაქციის ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის წევრს, ოთარ კახიძეს, აინტერესებს, ვისი დავალებით ითანამშრომლა რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს ხელისუფლებამ და ვისი დავალებით გაატარა სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მხრიდან ძებნილი პირი.
„პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ და მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ეს საკითხი რომ კარგად შევისწავლოთ, ბუ8ნებრივია, ამისთვის არსებობს საგამოძიებო კომისიის მექანიზმი,“ - აცხადებს ოთარ კახიძე.
რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივნის, თამარ კორძაიას, თქმით, ვიღაცის დაუდევრობამ ან ბრალეულმა ქმედებამ საფრთხის ქვეშ დააყენა ცერცვაძის მდგომარეობა. მისი თქმით, საპარლამენტო კომისია უნდა შეიქმნას.
„ხელისუფლებამ სარწმუნო პასუხი უნდა გასცეს, რა ღონისძიებები გაატარა. გამოკითხვა ჩაეტარებინა ამ ადამიანთან, უნდა დაედგინა, რამდენად საფუძვლიანი იყო ეს დევნა,“ - აცხადებს თამარ კორძაია.
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ, აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ინტერპოლს უნდა მოთხოვოს და გაასაჯაროოს დოკუმენტები, რათა „ამ სკანდალური ვითარებიდან თავი დაიძვრინოს“.
ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური მდივნის, მანანა ნაჭყებიას, თქმით, პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს იმ სტრუქტურის გამოვლენა, რომელმაც არ იმუშავა და თავისი მოქალაქის დასაცავად სათანადო კონსტიტუციური ზმები არ მიიღო.
ავტორი: თეონა ცხომელიძე