საქართველოს მთავრობამ და არავინ სხვამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ბატონი ცერცვაძე დღეს თავისუფალი ყოფილიყო - მიხეილ ჯანელიძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში საგამოძიებო ჯგუფის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ. ხოლო მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ საქმეზე საუბარი საერთოდ არ არის საჭირო, რადგან გია ცერცვაძის გათავისუფლებაში სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ ითამაშა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის დამსახურებაა ქართველი სამხედროს გიორგი ცერცვაძის გათავისუფლება.
„საქართველოს მთავრობამ და არავინ სხვამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ბატონი ცერცვაძე დღეს თავისუფალი ყოფილიყო და დაცული ყოფილიყო საქართველოს მოქალაქის უფლებები,“ - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.
ფრაქცია ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების წევრი, კობა ნარჩემაშვილი, აცხადებს, რომ ქართველი სამხედროს საკითისადმი ინტერესი ამოწურულია.
„ზოგადად მე მიმაჩნია, რომ ეს საკითხი, პრინციპში ამოწურულია. საზოგადოებრივი ინტერესი თუ არსებობს გაგრძელდება,“ - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
ავტორი: თეონა ცხომელიძე