მაღაროში მუშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს
მინდელის მაღაროში თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომპანია “საქნახშირი-ჯიაიჯი” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და მიზეზებზე აკეთებს განმარტებას. “ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 270-ე ჰორიზონტზე, მიწისქვეშა სამუშაოების დროს (გამკვეთისა და შტრეკის შეუღლების გამაგრებითი სამუშაობის შესრულებისას), რაც ნახშირის მოპოვებით სამუშაოების უძღვის წინ, ჩამოიშალა სამთო მასა. გარდაცვლილია მე-6 უბნის გამყვანი დავით ფორჩხიძე“, – ნათქვამია “საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ განცხადებაში