თურქეთის არმია განაგრძობს ოპერაციას ჩრდილოეთ სირიის სიღრმეში
თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის განცხადებით, თურქეთის არმიამ გადალახა სირიის საზღვარი და მეორე დღეა აწარმოებს სამხედრო ოპერაციას ანკლავში, რომლებსაც ქურთები აკონტროლებენ. 21 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ილდირიმმა დააზუსტა, რომ საუბარია აფრინის რეგიონში, სადაც თურქეთის არმია ცდილობს შექმნას 30 კილომეტრის სიღრმის უსაფრთხოების ზონა. გავრცელებული ცნობებით, თურქეთის არმია ქურთაა პოზიციებს უწევს ავიაციის და არტილერიის გამოყენებით. აშშ-მა მოუწოდა თურქეთის ხელისუფლებას, რათა ხელი აეღო სამხედრო ოპერაციაზე და ყურადღება გადაეტანა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაზე. სირიელი ქურთების სამხედრო ჯგუფები, როგორც დამოუკიდებლად, ისე სირიის დემოკრატიული ძალების შემადგენლობაში, აშშ-ის სამხედრო მოკავშირედ ითვლება ექსტრემისტული დაჯგუფება, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.