ტაივანზე, მიწისძვრის შემდეგ დაკარგულად ითვლება 140-ზე მეტი ადამიანი
სამაშველო ოპერაცია გრძელდება ტაივანის აღმოსავლეთში, სადაც 6 თებერვალს, საღამოს მოხდა 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა. დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი და 225 დაშავდა. დაკარგულდ ითვლება 140-ზე მეტი. მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჰუალიანიდან 22 კილომეტრში. მიწისძვრამ დაანგრია ათობით შენობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები და სამხედრო ჰოსპიტალი. ჰუალიანი უცხოელ ტურისტებში პოპულარული საკურორტო ქალაქია.