კანონით გაყოფილი შემოსავლები და რუსული შეთავაზებები რეგიონალურ მედიას
მაშინ როცა საქართველოს პარლამენტი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ საზოგადოებრივ მაუწყებელს შემოსავლების გაზრდაში კომერციული რეკლამის გაყიდვის გზით ეხმარება, რეგიონალური ტელემედიები გადარჩენის გზებს ეძებენ, ფინანსურ კრიზისში მყოფ კომპანიებს კი რუსული ან მათი ინტერესების გამტარი ორგანიზაციები პერიოდულად სხვადასხვა სახის ფინანსურ თანამშრომლობას სთავაზობენ.