”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დამტკიცებული პროექტებით 16 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება – ქუმსიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შპს “აჭარა ტექსტილი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფინანსური და ინფრასტრუქტურული კომპონენტით სარგებლობს. შესაბამისად, საწარმოს ასაშენებლად სახელმწიფოსგან კომპანიას სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა მიწის ნაკვეთი, ხოლო სესხის პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. პროგრამის ფარგლებში აღებული სესხის მოცულობა 9 200 000 ლარს შეადგენს, […]