ბარათაშვილის ქუჩაზე სარეკლამო ბანერი ჩამოვარდა და ის ბავშვებს დაეცა
ბარათაშვილის ქუჩაზე, კაზინოს წინ, სარეკლამო ბანერი ჩამოვარდა და ის ბავშვებს დაეცა. ინფორმაციას ტელეკომპანია “პირველი” ავრცელებს. ერთი ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი. სხვა ინფორმაცია ჯერ უცნობია.