საქართველოსა და ბელორუსიას შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება
დღეს ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და ბელორუსიას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, მოქალაქეთა უვიზოდ მიმოსვლის შესახებ შეთანხმება დააახლოებს საქართველოს და ბელორუსიას და განამტკიცებს უკვე არსებულ კავშირებს. ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა სულ 11 შეთანხმებას სხვადასხვა, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობების შესახებ. 23 მარტს, პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო შეხვდება პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.