საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა „გრან პრიზე“ პირველი ადგილი დაიკავა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის „გრან პრიზე“ მოიპოვა 5 ოქროს, 3 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 30 მარტიდან 1 აპრილამდე გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ჩემპიონები გახდნენ: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), თამაზ კირაკოზაშვილი (81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ). ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ფრიდონ გიგანი (73 კგ) და გიორგი პაპუნაშვილი (81 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს: ლაშა ჩადუნელმა, თემურ ნოზაძემ (ორივე 60 კგ), ნუგზარ ტატალაშვილმა (81 კგ), ონისე სანებლიძემ (100 კგ), ლევან მატიაშვილმა (+100 კგ) და მარიამ ჭანტურიამ (70 კგ). თბილისის „გრან პრიზე“ მონაწილეობდა 38 ქვეყნის ნაკრები. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.