კოსოვოში კორუფციაში ადანაშაულებენ მმართველი პარტიის 11 წევრს
კოსოვოს პროკურატურამ კორუფციაში დაადანაშაულა 11 პირი, რომლებიც ქვეყნის მმართველი „კოსოვოს დემოკრატიული პარტიის“ წევრები არიან. სპეციალური პროკურორის მიერ 6 აპრილს გავრცელებული განცხადების თანახმად, ისინი ეჭვმიტანილნი არიან პრივილეგიების დაუმსახურებელ მინიჭებასა და სახელმწიფო პოსტებზე პარტიული ნიშნით ადამიანების დანიშვნაში. ეჭვმიტანილები იმ პარტიის წვერები არიან, რომლის თავმჯდომარეც ქვეყნის პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩია. პროკურატურის საბრალდებო დასკვნა ეფუძნება სატელეფონო საუბრებს მოპოვებულს 2011 წლის სპეციალური ანტიკორუფციული ოპერაციის დროს. ევროკავშირი საყვედურობს კოსოვოს ხელისუფლებას უმოქმედობას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც თავის მხრივ ხელს უშლის ინვესტიციების მოზიდვას მცირერიცხოვან ბალკანეთის ამ სახელმწიფოში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ღარიბია ევროპის კონტინენტზე. კოსოვოს 2007 წლიდან მართავს კოსოვოს დემოკრატიული პარტია, რომლის სათავეში ყოფილი პარტიზანები არიან.