რამდენიმე ადამიანი დაიღუპა მანქანის ხალხში შევარდნის შედეგად გერმანიაში
რამდენიმე ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა. გერმანული მედიის თანახმად, ეს მოხდა 7 აპრილს დასავლეთ გერმანიის ქალაქ მიუნსტერში. პოლიციამ დაადასტურა, რომ დაღუპულია რამდენიმე ადამიანი, არიან დაშავებულებიც, თუმცა სამართალდამცველები ზუსტ ციფრს არ ასახელებენ. შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა პოლიციის გაძლიერებული რაზმი და მიღებულია უსაფრთხოების ზომები მახლობლად მცხოვრები ადამიანების დასაცავად. ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ეს ინცინდენტი ტერორისტული თავდასხმა.