იუწყებიან, რომ სირიაში ისრაელის საჰაერო თავდასხმებს 42 ადამიანი ემსხვერპლა
ბრიტანეთში განთავსებული ადამიანის უფლებების სირიის ობსერვატორია აცხადებს, რომ ისრაელის მიერ სირიაში სავარაუდოდ სამხედრო პოზიციებზე მიტანილ დარტყმებს მიმდინარე კვირაში, საერთო ანგარიშით ემსხვერპლა 42 ადამიანი. ამ წყაროს ცნობით, 10 მაისს დილით განხორციელებულ იერიშს ემსხვერპლა 27 ადამიანი, მათ შორის სულ მცირე 11 ირანელი და ექვსი სირიელი სამხედრო. 8 მაისს დედაქალაქთან ახლოს განხორციელებულ დარტყმებს, ობსერვატორიის თანახმად, შეეწირა სულ მცირე 15 პირი, მათ შორის რვა ირანელი. სირიამ ისრაელს დასდო ბრალი 8 მაისს განხორციელებულ თავდასხმაში დამასკთან ახლოს. ისრაელი აცხადებს, რომ 10 მაისის იერიში იყო პასუხი ირანის მიერ გოლანის მაღლობებზე ისრაელის პოზიციებისთვის რაკეტების სროლისთვის.