მკვლელობა წერეთლის გამზირზე: „საფარი“ პოლიციელებს ადანაშაულებს
საპატრულო პოლიციას კანონიერად რომ ემოქმედა, თავიდან იქნებოდა აცილებული წერეთლის გამზირზე ერთი კვირის წინ მომხდარი დანაშაული, როდესაც მოქმედმა პოლიციელმა ალექსანდრე ჯინჭველაშვილმა დაჭრა თავისი ყოფილი პარტნიორი, ელენე ბლაგოდარნაია, და მოკლა მისი ყოფილი ქმარი, მამუკა გაგნიძე - ასეთია კავშირ „საფარის“ შეფასება.