მამუკა ბახტაძე – ვანო მერაბიშვილი არ არის პოლიტპატიმარი. ის არის პატიმარი
Facebook Messenger Viber Twitter ”ვანო მერაბიშვილი არ არის პოლიტპატიმარი. ის არის პატიმარი და ეს დაამტკიცა ამ სასამართლომ, რაზეც თქვენ საუბრობთ”, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ უმცირესობის წევრს გიორგი კანდელაკს. პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძესა და დეპუტატებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმი მიმდინარეობს.