გავრცელდა ვიდეო ჭუბერიდან, თუ როგორ მიაქვს ღვარცოფს ხიდი
Facebook Messenger Viber Twitter სოციალური ქსელის მომხმარებელი ზვიად ფილფანი ავრცელებს ვიდეოს ჭუბერიდან, თუ როგორ წაიღო ღვარცოფმა ხიდი. შეგახსენებთ სვანეთში სტიქია რამდენიმე საათის წინ მოხდა, როდესაც ძლიერი წვიმის გამო მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარის ადიდება და ღვარცოფი გამოიწვია. წაღებულია ხიდები და დატბორილია საცხოვრებელი სახლები.