მუხთარლის ჩვენება თბილისიდან გატაცების შესახებ საქართველოს პროკურატურაშია
აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ აფგან მუხთარლი აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბარლდებით. 2018 წლის იანვარში, აზერბაიჯანის სასამართლომ მუხთარლის მიუსაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჟურნალისტი მისთვის წაყენებულ ბრალს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ის თბილისიდან გაიტაცეს აზერბაიჯანის ხელისუფლების დაკვეთით და ქართველი სამართალდამცავების მონაწილეობით.

