CBS: მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიალზე სიტყვას წარმოთქვამენ ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში
ჯონ მაკკეინის სურვილით, მის დაკრძალვაზე სიტყვას წარმოთქვამენ აშშ-ის ექსპრეზიდენტები ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში, ამის შესახებ იტყობინება CBS ნიუსი.
ჯერჯერობით უცნობია სად და როდის ჩატარდება დაკრძალვის ცერემონიალი. როგორც CBS ნიუსი წერს, 2017 წლის სექტემბერში, მაკკეინმა გადაცემა „60 წუთში“ განაცხადა, რომ მას სურდა, სამძიმრის ცერემონიალი გამართულიყო საზღვაო აკადემიაში.
„მე მინდა... მე მინდა, რომ როდესაც წავალ, ცერემონიალი გაიმართოს საზღვაო აკადემიაში. იყოს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ჩემზე იტყვიან: „ეს ბიჭი ქვეყანას ემსახურებოდა“, - უთხრა მაკკეინმა ლესლი სტალს, გადაცემა „60 წუთის“ წამყვანს. სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, შაბათს გარდაიცვალა.