ჯორჯ ბუში: ის იყო მეგობარი, რომელიც ძალიან მომენატრება
აშშ-ის ექსპრეზიდენტი ჯორჯ ბუში სენატორ ჯონ მაკკეინის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„ზოგი სიცოცხლე ისეთი მკაფიოა, ძნელია წარმოიდგინო, რომ ის ოდესმე დასრულდება. ზოგი ხმა ისეთი მჭახეა, ძნელია იფიქრო, რომ ოდესმე დადუმდება. ჯონ მაკკეინი იყო ღრმა რწმენის კაცი და უდიდესი პატრიოტი. ის იყო ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ტრადიციების მსახური. და პირადად ჩემთვის ის იყო მეგობარი, რომელიც ძალიან მომენატრება. ლორა და მე სინდისა და მაკკეინის მთელ ოჯახს ვუთანაგრძნობთ და მადლობას ვუხდით ღმერთს ჯონ მაკკეინისთვის“.
როგორც ამერიკული მედია იტყობინება, ჯონ მაკკეინის სურვილის მიხედვით, დაკრძალვის ცერემონიალზე სიტყვას წარმოთქვამენ აშშ-ის ექსპრეზიდენტები ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა.